საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს

08.12.24 17:35
საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ამ წუთებში 7 სხვა დასხვა დარბაზში 7 პროცესი იმართება. 

ამ წუთებში იმართება "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას პროცესიც იმართება. სხდომაზე დასწრების უფლება არცერთ მედიას არ მისცეს. ბექა ყორშია წინასაწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები საქმის კურსში არ იყვნენ.

სწორედ ახლა მიმდინარებს 24 წლის ახალგაზრდის, რევაზ კიკნაძის პროცესიც, რომელიც საპროტესტოს აქციაზე დააკავეს და რომელსაც აიძულებდნენ ეთქვა, რომ აქციის ორგანიზატორებად ხოშტარია, ჯაფარიზე და გვარამია დაესახელებინა. რევაზ კიკნაძე პოტესტის ნიშნად შიმშილობს. ის პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამეიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

მსგავსი სიახლეები