ბექა ყორშია მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა

08.12.24 19:03
ბექა ყორშია მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია თავსიუფალია. მოსამართლემ მას 2200 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდული იყო და არაფერი დაუშავებია. ყორშიას თქმით, დამკავებლებმა იცოდნენ ვინც იყო და ითხოვდნენ კითხვებზე პასუხს, რატომ აკეთებს სიუჟეტებს და რატომ არის ჩართული აქციებში.

გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აბსურდული იყო, არაფერი დამიშავებია. დამაკავეს რუსთაველზე. ვინც დამაკავა, ძალიან კარგად იცოდა, ვინც ვიყავი. როდესაც დამაკავეს, ძირიტადად იიყო ლაპარაკი იმაზე, რატომ ვაკეტებდი სიუჟეტებს, რატომ ვიყავი ასე აქტიურად ჩართული ამ აქციებში. გადამიყვანეს საპატრულო სამარშრუტო მანქანაა, სადაც დამხვდა 3 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ძალიან ნაცემები. ისინი იმდენად სცემეს, რომ არარელევანტურია ჩემზე ვილაპარაკო, - ამბობს ყორშია. 

ბექა ყორშიას ბრალდების მხარე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ყორშია 6-7 დეკემბერს ღამით დააკავეს. ადვოკატის თქმით, მასზე ავტომობილში ფიზიკურად იძალადეს. 

მსგავსი სიახლეები