ქეთო თოფურიძე: გამოიძიეთ ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სისასტიკითა და ძალადობით დაესხა თავს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს

08.12.24 20:25
ქეთო თოფურიძე: გამოიძიეთ ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სისასტიკითა და ძალადობით დაესხა თავს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს

მომღერალ ეკა კახიანის შვილი, ქეთო თოფურიძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავადასხმას ეხმაურება და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს. 

ქეთო თოფურიძემ ძალადობის ამსახველი ფოტო "ინსტაგრამგზე" განათავსა წარწერით: 

 „გამოიძიეთ ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სისასტიკითა და ძალადობით დაესხა თავს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს და უზრუნველყავით მათი კანონის შესაბამისად დასჯა, აღკვეთეთ ყველანაირი ძალის გადამეტება!", - წერს ქეთო თოფურიძე.

მსგავსი სიახლეები