სასტიკი ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - შსს-ს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია

08.12.24 20:37
სასტიკი ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - შსს-ს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია

თავდასხმა ჯგუფურად და ნიღბებით "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - დღე ისე გავიდა, რომ საგამოძიებო უწყებებს არ უთქვამთ, რა გაარკვიეს - ვინ დაესხა თავს მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს. მოძალადეების ფიზიკური მომზადება და ქცევა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდამსხმელები ე.წ ტიტუშკები არ ყოფილან. ისინი ან ხარებას სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ, რომლებსაც რობოკოპების ფორმა გახადეს და სამოქალაქო ტანსაცმელი ჩააცვეს, ან პოლიციური რეჟიმის სამსახურში ჩამდგარი სპორტსმენები. 

ქალი ჟურნალისტი მოძალადეების ფორმირებამ პირდაპირ ეთერში სცემა. მაკა ჩიხლაძეს ჯერ კისერი მოუგრიხეს და მიწაზე დაანარცხეს, შემდეგ კიი ფეხებით გაუსწორდნენ. შემზარავი იყო "ტვ პირველის" ოპერატორის  ზურგზე მოხტუნავე ჯალათების ეპიზოდიც. მიწაზე დაგდებულს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი უტყამდა. 

მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული ახლა ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებულები. მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ თუ საგამოძიებო უწყებებს მომხდარის გამოძიება ნამდვილად სურთ, ქუჩებზე დამონტაჟებული სათვალთავლო კამერების ჩანაწერები უნდა ამოიღოს. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები