"არა რუსულ მთავრობას!" - ემიგრანტების აქცია ქალაქ ფლორენციაში
"არა რუსულ მთავრობას!" - ქალაქ ფლორენციაში ემიგრანტებმა რიგით მეოთხე აქცია გამართეს. მათ, საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში გამოსულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ემიგრანტები არ ვწყვეტენ თანადგომას და მარშირებით გამოხატავენ თანადგომას თანამემამულეების მიმართ, ვინც ქალაქის ცენტრში ყველაფრის მიუხედავად ათენებს და მედგრად დგას. ვითხოვთ მშვიდობას, ახალი არჩევნების დანიშვნას , სიტყვის თავისუფლებას , არა ძალადობას , არა რეპრესიებს , ქართველი ხალხი არ მოექცევა მონური მმართველობის ქვეშ. “ - ამბობენ ემიგრანტები.
მათივე თქმით, "პატრული რომელიც ხალხს ეხმარებოდა აღარ არსებობს , პრემიებზე იყიდებიან, ქვეყნის მოღალატეებად გვევლინებიან მშვიდობიანი მოქალაქეების დასახიჩრების ფონზე რაც დაუშვებელია".
"ქვეყანას არ დავკარგავთ და ვერცხლად არ დავთმობთ დასაფიქსირებელია ის ფაქტიც თუ რა მშვიდობიანად გვიცავს პოლიცია უცხოელ ემიგრანტებს აქციის დროს უცხო მიწაზე"- აცხადებენ ემიგრანტები.