მივმართავ პრეზიდენტს, ღიად ისაუბროს იუსტიციის საბჭოში კლანურ მმართველობაზე - ნაზი ჯანეზაშვილი

03.09.21 14:12
მივმართავ პრეზიდენტს, ღიად ისაუბროს იუსტიციის საბჭოში კლანურ მმართველობაზე - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ღიად ისაუბროს საბჭოში თამარ ღვამიჩავას დანიშვნის საკითხზე. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, თამარ ღვამიჩავას სასამართლოში გამეფებულ ე.წ. კლანის ლიდერთან ახლო, ნათესავური კავშირი აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, სურვილი გამიჩნდა, რომ მივმართო პრეზიდენტს, ღიად ისაუბროს სასამართლოსთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ საკითხზე.
2020 წლის ივლისში ​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.
ღვამიჩავას აქვს ნათესაური კავშირი მოსამართლეთა "კლანის" ერთ-ერთ ლიდერთან, როგორც მათ ეს მოგვიანებით დაადასტურეს კიდეც შემდეგი სიტყვებით - ჰყავთ "საერთო წინაპარი".
ღვამიჩავას დღეს აქვს გადამწყვეტი, მე-10 ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დახმარებით აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია საბჭოს - მოსამართლეთა დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენა, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ.
საქართველოს პრეზიდენტს დღეს აქვს შანსი, რომ ძალიან დიდი სამსახური გაგვიწიოს და ღიად ისაუბროს თამარ ღვამიჩავას დანიშვნის თაობაზე, კერძოდ:
რატომ გააკეთა მასზე არჩევანი? ვინ დაუკავშირდა და სთხოვა თამარ ღვამიჩავას საბჭოს წევრად დანიშვნა? და როგორ წარიმართა ეს პროცესი?
ეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი - წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.