სასამართლოში ნიკა კაციას და გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართება - მათ 8-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

09.12.24 11:37
სასამართლოში ნიკა კაციას და გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართება - მათ 8-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ, ნიკა კაციას და “გირჩის“ წევრ, გიორგი ახობაძი პროცესი გაიმართება - მათ 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კაციას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება.

გამომძიებელმა პირადი საუბრისას მითხრა, რომ პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი ეს ნივთიერებები, თუმცა ნიკა ამას უარყოფს. ის სახლიდან გამოდიოდა, მიდიოდა აქციაზე, მეგორბებთან ერთად. ამ დროს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სადარბაზოსთან, ტაქსიდან გადასვეს სხვა მანქანაში და გლდანულისკენ წაიყვანეს, სადაც მოხდა მისი ჩხრეკა. მისგან არანაირი ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა და ჩვენთვის უცნობია, რა ნივთიერებაა გადაგზავნილი ექსპერტიზაზე“, - ამბობს ადვოკატი.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები