“ჩემი განსასჯელის სკამზე ჯდომა, ტრაგიკომედიაა“ - სასამართლოში ხარაიშვილის პროცესი იწყება

09.12.24 11:11
“ჩემი განსასჯელის სკამზე ჯდომა, ტრაგიკომედიაა“ - სასამართლოში ხარაიშვილის პროცესი იწყება

საქალაქო სასამართლოში მთარგმნელ დათა ხარაიშვილის პროცესი ცოტა ხანში დაიწყება- მას პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სასტიკად ნაცემი მთარგმნელის თქმით, ის, რომ მას სასამართლოში მისვლა და განსასჯელის სკამზე ჯდომა უწევს, ტრაგიკომედიაა.

ის, რომ სასამართლოში მიწევს მოსვლა და განსასჯელის სკამზე ჯდომა, ტრაგიკომედიაა, მაგრამ მომიწევს ამ ფორმალობის დასრულება. უბრალოდ ვიდექი აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე, გამოიქცნენ ზევიდან, შევუხვიე გრიბოედოვზე და იქ უკვე დამაკავეს, გამიტაცეს  და მცმეს გაურკვეველმა ნიღბიანებმა, მანქანამდე ვიდრე მიმიყვანდნენ, მანამდეც გამისწორდნენ ფიზიკურად და მერეც, მანქანაშიც 15-20 წუთი მცემდნენ.

პოლიციელების დაუმორჩილებლობას მედავებიან, თუმცა დაკავების მომენტშივე ვეუბნებოდი მათ, რომ მივყვებოდი და ძალის გამოყენებსი საჭიროება არ იყო“, -უთხრა „პირველებს“ ხარაიშვილმა პროცესის დაწყებამდე.

მსგავსი სიახლეები