რუსთაველზე დადგმული ნაძვის ხიდან ნაწამები ადამიანების ფოტოები ჩამოხსნეს და საახალწლოდ რთავენ

09.12.24 11:33
რუსთაველზე დადგმული ნაძვის ხიდან ნაწამები ადამიანების ფოტოები ჩამოხსნეს და საახალწლოდ რთავენ

რუსთაველზე დადგმულ ნაძვის ხეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს, ნაგავში გადაყარეს და საახალწლოდ რთავენ. მოხსნილია სპეცრაზმის და ტიტუშკების მიერ ნაცემი ადამიანების  ფოტოებიც. თბილისის მთავარი ნაძვის ხე ახლა საახალწლოდ ირთვება. პარლამენტის შენობის წინ დილიდან სპეციალური სამსახურები პროტესტის კვალს შლიან. 

"პირველების" კითხვაზე, ვინ ჩამოხსნა ფოტოები ნაძვის ხიდან, ადგილზე მომუშავე პირები ვერ პასუხობენ. ამტკიცებენ, რომ ადგილზე მისვლისას აღნიშნული ფოტოები უკვე ჩამოხსნილი დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯა მოითხოვეს. სწორედ მათ ჩამოკიდეს ნაძვის ხეზე პირველებმა საპროტესტო ბანერები და ნაცემი ადამიანების ფოტოები, რის შემდეგაც მათ მოქალაქეებიც შეუერთდნენ. 

მსგავსი სიახლეები