"რაც მეტი ძალადობაა, მით მეტად ბრაზობს ხალხი" - "ოცნება" მოქალაქეების პროტესტს ვერ აჩერებს
"ოცნების" ხელისუფლება ხალხს სახლებში ვეღარ აჩერებს. პროტესტის მე-11 ღამესაც რუსთაველის გამზირი გადავსებული იყო. ტოტალურრ რეპრესიებს, დაკავებებს და ქუჩის ანგარიშსწორებებს მოქალაქეები ერთობით და ჯიუტად უპირისპირდებიან ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ რეჟიმი შეირყა და ძალას ჰკარგავს. ოლიგარქს დასაყრდენი ეცლება პოლიციაში და დამბრბევთა რაზმებშიც კი, რის გამოც, იძულებულია, დახმარება ტიტუშკებს სხოვოს. მრავალათასიანი აქციების მონაწილეებს სჯერათ, რომ გამარჯვებამდე ცოტა დრო რჩება. მათი თქმით, ივანიშვილი მალე იძულებული გახდება, პრემიერი გადააყენოს და ახალი არჩევნები დანიშნოს.
ყველაფერი ყოველ დღე უფრო და უფრო სასტიკი ხდება და უფრო და უფრო უსამართლო. ეს არის სისტემა და თან, პლიუს, რუსული სისტემა. კატასტროფის წინაშე ვართ და ვაცნობიერებთ და აქ, შიში სხვა ფორმებს იძენს უკვე, - ამბობს მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი.
რაც უფრო მეტი ძალადობაა, მით მეტად ბრაზდება ხალხი. იქნებ მართლა ვისაც ეს ხელეწიფება და ვინც ამას იფიქრებს, როგორ უნდა სძიოს თავის ხალხს, იქნებ დაფიქრდეთ, ვის უკეთებთ ამას? ვის მისდევთ, ვის სცემთ, ვის ტყეპავთ და ამ ერთ ქვეყანაში მერე როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად?, - ამბობს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი.
დღესაც, პროტესტის მე-12 დღესაც ხალხი ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბება და არალეგიტიმურ ხელისუფლებას უარს კიდევ ერთხელ ეტყვის.