ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონო პატიმრების გათავისუფლება - ემიგრანტებმა კანადაში აქცია გამართეს

09.12.24 12:17
ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონო პატიმრების გათავისუფლება - ემიგრანტებმა კანადაში აქცია გამართეს

ქართველმა  ემიგრანტებმა ტორონტოში ამ კვირაში უკვე მეორე აქცია გამართეს - საქართველოს მოქალაქეებმა ახალი არჩევნების დანიშვნა,  ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლება და უკანონო პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

ემიგრანტებმა ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და პატივი სცეს კრიტიკულ მედიას.

გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონოდაა დაპატიმრებული, შეწყდეს ძალადობა მოქალაქეებზე, რომლებიც იცავენ თავიან უფლებებს. რეჟიმი, რომელიც არალეგიტიმურია წავიდეს და დაუთმოს ადგილი ლეგიტიმურ ძალას, რომელიც აირჩია ხალხმა.

ჩვენ, როგორც ემიგრანტები, გვინდა მხარში დავუდგეთ ქართველ ხალხს და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები