ლეტალობის მაჩვენებლის კლება 2-3 კვირის შემდეგ მოხდება - მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების შემთხვევების მატებასთან პირდაპირ კავშირშია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან -კორელაციაშია. რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ", - თქვა ეზუგბაიამ.