"გაიფიცეთ", "ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას" - ბათუმის იუსტიციის სახლში ხმაური იყო

09.12.24 12:44
 "გაიფიცეთ", "ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას" - ბათუმის იუსტიციის სახლში ხმაური იყო

ბათუმის იუსტიციის სახლში ხმაური იყო - შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

"გაიფიცეთ", "ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას" - ასე მიმართავდნენ ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. 

დაცვამ და პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

“მხედრიონელებს“ გავხართ, ბორინკას მცველები ხართ… გაიღვიძეთ, ქვეყანას გვართმევენ“, - მიმართავდნენ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეები.

შენობის მთავარ შესასვლელთან ნიღბიანი სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

მსგავსი სიახლეები