ვცდილობდი მიწაზე დაგდებული ახალგაზრდის დახმარებას - სასამართლოში მაია გოგიძის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამრთლოში "ძლიერი საქართველოს" წევრის მაია გოგიძის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სასამართლოს დაწყებამდე გოგიძემ განაცხადა, მას ხულიგნობას, დაუმორჩილებლობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
დამაკავეს 19 ნოემბერს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი, კარვები რომ დაიდგა და არეალი გაწმინდეს, მელიქიშვილზე ამიყვანეს. მე ვცდილობდი მიწაზე დაგდებული ახალგაზრდის დახმარებას, რომელსაც ბევრი პოლიციელი ურტყამდა წიხლებს, სწრედ ამ დროს მოვყევი ძალადობის ქვეშ და დამაკავეს“,- ამბობს გოგაძე.
საქალაქო სასამართლოში, თანამებრძოლის მხარდასაჭერად დავით უსუფაშვილიც მივიდა. როგორც მან “პირველებს“ უთხრა, “ეს ყველაფერი უკავშირდება ხელისუფლების შიშს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება იმარჯვებს“.
ეს უკავშირდება ხელისუფლების შიშს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება იმარჯვებს, მე მოსული ვარ მაია გოგიძის პროცესზე, რომელიც 20 წელია, ჩემი თანაშემწე და თანამშრომელია და მასზე კანონმორჩილი მოქალაქე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ცოტა ვიცი ქვეყანაში, მაგრამ მაიას საქმე მოსატანიც არაა იმ სრულიად წარმოუდგენელ უკანონობასთან, რაც ამ ქვეყანაში მეფობს, მაგრამ ეს მალე დასრულდება“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.