ის, რომ მოძალადეების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარდა, უკვე დიდ ეჭვებს ბადებს - ადვოკატი

09.12.24 13:21
ის, რომ მოძალადეების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარდა, უკვე დიდ ეჭვებს ბადებს - ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის არაფრისმომცემია. საქმე ეხება "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეს. 

ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ კაციტაძის უწყება მედიის კვალს მიჰყვება და დამოუკიდებლად, რეალურად, არაფერს იძიებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძებოს ჰაბიტოსკო[იური ექსპერტიზა ჩაეტარებინა, რათა დაედგინა, ნამდვილად არიან თუ არა მოძალადეები ის პირები, რომლებიც მედიამ უკვე დაადენტიფიცირა. 

თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ ჰაბისტოკსპიური ექსპერტიზიცის არჩატარება უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს. 

საგამოძიებო სამსახურმა დღეს გვითხრა ის, რომ მიჰყვება მედიის კვალს და ის, რასაც გააკეთებს მედია, შემდგომში ამაზე ექნება რეაგირება საგამოძიებო სამსახურს. რეალურად, განცხადებაში ჩანს, რომ ჯერჯერობით დამოუკიდებლად მათ არაფერი გაუკეთებიათ. მაშინ, როდესაც უკვე მეორე თუ მესამე დღეა და შენ დამოუკიდებლად არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ გაქვს ჩატარებული იმისთვის, რომ ეს მოძალადეები იპოვო, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა არ გაქვს დანიშნული იმისთვის, რომ ეს ეჭვები, რომელიც მედიაში გავრცელდა, რეალურად დაადასტურო, ეს პიროვნებები იყვნენ თუ არა ისინი, ეს უკვე ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ანუ ეს განცხადება ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. ჩვენ ამ  საკითხთან დაკავშირებით არც გვაქვს არასდროს პრობლემა, იმიტომ, რომ ამ უწყების გამოძიების საკითხი არასდროს არის პრობლემური, უბრალოდ, გამოძიებას რომ არასდროს აქვს შედეგი, ეს არის სწორედ დიდი პრობლემა, რომელიც არა მარტო ამ უწყებას, არამედ ქვეყანაში ბევრ საგამოძიებო ორგანოს აქვს. მინდა გავაკეთო განცხადება, რომ თუ ამ ძალადობრივ მოქმედებაზე, კონკრეტულად ამ შემთხვევაზე, არ დადგება შედეგი, ტელეკომპანია პირველი წყვეტს ამ ორგანოსთან თანამშრომლობას და არანაირი კავშირი მასთან არ გვექნება, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ ილუზია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში რაღაც სტილის გამოძიება, რომელიც ოდესმე დააყენებს შედეგს, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - მას შემდეგ, რაც "პირველები" სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მივიდა და დაინტერესდა, რა ეტაპზე გამოძიება, კაციტაძის უწყებამ განცხადება გაავრცელა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერს, რომ მოძალადეობრივი დაჯგუფების 25 წევრიდან, მხოლოდ 2 პირი გამოკითხა, დაკავებული კი ამ დრომდე არავინ ჰყავს. 

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ორი დღის წინ განხორციელდა. ნიღბიანების დაჯგუფება ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ფიზიკურად პირდაპირ ეთერში გაუსწორდა. ორივე მათგანი ახლა მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის.  

 

მსგავსი სიახლეები