დარბეული აქციები და ნაცემი ჟურნალისტები - საერთაშორისო მედია თბილისში განვითარებული მოვლენებით აჭრელდა
დარბეული აქციები, ნაცემი ჟურნალისტები და აქტივისტები - თბილისში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მედიის პირველ ფუირცლებზე ხვდება. BBC, CNN, Associated Press, რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიურო წერს, როგორ უსწორდებიან ნიღბიანი პირები მედიის წარმომადგენლებს, რომლების უკანაც, მათი თქმით, ხელისუფლება დგას.
როგორ ამერიკული, ასევე გამოცემები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ წერენ, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. გავლენიანი გამოცემა CNN ამ ფაქტს "ქართველი ხალხის წინააღდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციად" უწოდებს.
მედიები წერენ, რომ ქართველი ხალხი ახლა ორად არის გახლეჩილი. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ აპირებს, ქვეყანა რუსეთს მსხვერპლად შესწირონ.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება. ქართველების უმრავლესობა ბრაზობს, რომ საქართველოს ნაწილი რუსეთს ისევ აქვს ოკუპირებული, რა თქმა უნდა, ბევრ ქართველს ასევე ეშინია რუსეთის და ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეშინიათ და უკან დახევა სურთ და ასევე ვისაც ბრძოლის გაგრძელება სურს.
რთული სათქმელია ჩვენთვის, ვინ გაიმარჯვებს. 2014 წელს უკრაინაში მსგავსი დაყოფა ვნახეთ. მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწყდეს, მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს. მათ ეს გადაწუყვეტილება ზამთარში მიიღეს, როცა ხალხი ნაკლებად არის მზად დიდი ცვლილებებისთვის, საახალწლო პერიოდში. მათ, როგოც ჩანს, განსჭვრიტეს პროტესტი და იყენებენ დიდი ოდენობით ძალადობას, როგორც ქუჩებში, ასევე ადამიანებს სახლებშიც იღებენ სამიზნეში. როგორც ჩანს, ისინი ამისთვის ემზადებოდნენ და მზად იყვნენ, რომ ეს მოხდებოდა. ამჟამინდელი პერსპექტივიდან, ჩემთვის რთული სათქმელია, როგორც დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ საზოგადოების დაყოფა რეალურია და ქართველების ნაწილი ნამდვილად არ აპირებს დანებებას. ისინი არ მისცემენ უფლებას, რომ მათი ქვეყანა რუსეთს შესწირონ და რუსული ბლოკის ნაწილი გახდეს. ასე, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა“, - აცხადებს გავლენიანი მედია.
შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ორი დღის წინ განხორციელდა. დაახლოებით ნიღბიანების დაჯგუფება ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ფიზიკურად პირდაპირ ეთერში გაუსწორდა. ორივე მათგანი ახლა მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის.