საქალაქოში სასამართლო პროცესები იწყება - რას ჰყვებიან საპროტესტო აქციაზე სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები
საქალაქო სასამართლოს დერეფანი მშვიდობიან აქციაზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდებითაა სავსე. დღეს მთელი დღის განმავლობაში მათი სასამართლო პროცესები გაიმართება.
„პირველებმა“ რამდენიმე მათგანი პროცესის დაწყებამდე ჩაწერა და ყველა მათგანს სახეზე მკვეთრად აღენიშნება ძალადობის კვალი.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დეტალურად ჰყვებიან, როგორ მოხდა მათი დაკავება და შემდეგ სასტიკი ანგარიშსწორება.
რუსთაველის გამზრიზე ვიყავი, მანდ დამაკავეს, სავარაუდოდ, სამი ადამიანი მცემდა. წარბი მაქვს გახეთქილი და თავი გატეხილი. თავში მგონია, რომ რაღაც ჩამარტყეს. განყოფილებაში რომ ვიყავი, სხვა ადამიანისტვის განმძახებულმა ექიმმა გამსინჯა და უთხრა, რომ წასაყვანია და აქ გასაჩერებელი არ არისო და შესაბამისად წამიყვანეს“, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
ერთ-ერთი ახალგაზრდა იმასაც ამბობს, რომ მას სამართალდამცველები არ მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ, არამედ კუთვნილი ლეპტოპიც მოპარეს, რომელიც დღემდე არავის დაუბრუნებია.
დაკავების დროს მქონდა ზურგჩანთა, რომელშიც მედო ლეპტოპი და დაკავების დროს გდდ-ს თანამშრომლებმა მოიპარეს ლეპტოპი, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ“, - ამბობს დაკავებული.