"ტოცილიზუმაბი" 100%-იან სამკურნალო საშუალებას არ წამოადგენს - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატი "ტოცილიზუმაბი" არ წარმოადგენს სამკურნალო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს.
მისი თქმით, 1200 კრიტიკული პაციენტიდან „ტოცილიზუმაბი“ 10 შემთხვევაში გამოიყენეს და მხოლოდ რამდენჯერმე გამოიღო დადებითი ეფექტი.
ატეხილია აჟიოტაჟი წამალი ,,ტოცილიზუმაბის” ირგვლივ, რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი რანგიანი პრეპარატი, სიცოცხლის გადამრჩენელი კოვიდ 19-ის, ეს ასე ნამდვილად არ არის.
ეს არ არის დადასტურებული პათოგენეზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდდაავადებას 100% შემთხვევაში გამოაჯანმრთელებს. ჩვენ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა ვართ, გატარებული გვყავს 1200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი, ჩვენ სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ “ტოცილიზუმაბი” და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოიღო მან დადებითი ეფექტი, ეს არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდით დაავადებულ ადამიანებს. ეს პრეპარატი გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ეს ესაჭიროებათ“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.