ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა
საპროტესტო აქციეზე დაკავებულმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურა.
რატიანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბრის საღამოს და 29 ნოემბრის გამთენიისას დარბევის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.