PSP: ვგმობთ ძალადობას, გვსურს, ქვეყანა შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას

09.12.24 14:14
PSP: ვგმობთ ძალადობას, გვსურს, ქვეყანა შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას

 

PSP ჯგუფი გმობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამის, სურთ ქვეყანა შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას.

PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას. 

პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და მათი ვალდებულებაა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე.

ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას!

გვსურს ჩვენი ქვეყანა იყოს ზედმიწევნით დემოკრატიული და შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

NS

მსგავსი სიახლეები