"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!" - ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!" - ამ ტრანსფარანტებით ხელოვანები დღეს ქუჩაში გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას და მხარდაჭერას, მათ შორისს კოლეგებს, რომლებიც ევროპული მომავლის დაცვისთვის ისჯებიან.
მსვლელობა ხელოვანებმა იუსტიციის სახლიდან დაიწყეს. ხმაურით და შეხაძილებით დღეს ისინი მივლენ პოლიციის განყოფილებთანაც. აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დასრულდება.
ხელოვანები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღარ არსებობს.
რა დააშავა, პირობითად რომ ავიღოთ, გიორგი ბახუტაშვილმა, რომელიც პირდაპირ ეთერში ეხმარებოდა დაზარალებულს? შემდეგ ეხმარებოდა მეორე დაზარალებულს, ეუბნებოდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომ „ხელში ჩაგაკვდებათო“, მიტომ, რომ გული მისდიოდა ამ ადამიანს და მეორემ უთხრა, რომ „რამდენს ალაპარაკებ ამასო“. ამის გამო ადამიანი 48 საათი იჯდა იზოლატორში. ეს არის სამართლიანობა? ეს არის მშვიდობა? თუ ანდრო ჭიჭინაძის დაკავება, შეთითხნილი ამბავი არის მშვიდობა და სწორი პოზიცია? თუ ნათია ბუნტურის გატეხილი ცხვირი არის სამართლიანი? ჩვენ ვართ უსამართლობის გასაპროტესტებლად აქ მოსული, იმისთვის, რომ დიახ, „ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი“, - ამბობს კახა კინწურაშვილი.