სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, საბა ჭანკვეტაძე 2200 ლარით დააჯარიმა

09.12.24 15:28
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, საბა ჭანკვეტაძე 2200 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, საბა ჭანკვეტაძე 2200 ლარით დააჯარიმა.

გომელაურის რაზმის წევრებმა ის რესპუბლიკის მოედანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

ჭანკვეტაძე ამბობს, რომ ნიღბიანებმა ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი მინივენში სცემეს. სამხარაულის ექსპერტიზაზე მისულს კი უთხრეს, რომ მის დაზიანებებს ვერ შეისწავლიდნენ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე, მეორე მხარის მტკიცებულებების გარეშე, საკუთარი ინიციატივით ხსნიდა ყოველგვარ კითხვას, რომელიც შეეხებოდა დაკავების დეტალებს. 

პოლიციის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ლუკა კოტიაშვილიც. მას თავისა და სახის არეში იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. კოტიაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი სიახლეები