საგამოძიებო უწყება სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვაზე დაბარებას აგრძელებს, თუმცა ისინი ოქმებს არ იბარებენ

09.12.24 15:57
საგამოძიებო უწყება სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვაზე დაბარებას აგრძელებს, თუმცა ისინი ოქმებს არ იბარებენ

გომელაურის უწყება სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვაზე დაბარებას აგრძელებს - ალბი კორძაია, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. 

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ არც გომელაურის უწყებაში აპირებს მისვლას და არც სასამართლოში, რადგან მატ უნდობლობას უცხადებს.

გუშინ საღამოს, ვიყავი აქციაზე, რა დროსაც დამირეკა ადამიანმა და მითხრა ჩამებარებინა ოქმი, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. არავისგან ოქმის ჩაბარებას არ ვაპირებ, რადგან სისტემა აღარ არის, არც გამომძიებელი და არც მოსამართლე არ გვყავს. როდესაც სახლში დავბრუნდი კარზე დამხვდა წარწერები, უწმაწური სიტყვებით“, - ამბობს ალბი კორძაია.

რაც შეეხება თამუნა მეუნარგიას - ის ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საგამოძიებო უწყებაში მისვლას აპირებს დედაა, რადგან მოერიდება გამომძიებელბის სახლში მივარდნას.

მსგავსი სიახლეები