სანდრო ქინქლაძეს სასამართლომ 12 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
18 წლის აქტივისტს, სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა.
პროკურატურა ახალგაზრდას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ქინქლაძეს ხელბორკილები 8 დეკემბერს, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დაადეს.