გომელაურის უწყებამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავა

09.12.24 19:00
გომელაურის უწყებამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავა

გომალეურის უწყება ამბობს, რომ  5 ადამიანი დააკავეს - ხელბორკილები  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს დაადეს. 

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით , მოსამართლის განჩინების საფუძელზე, 5 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა - 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს - 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს." - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები