საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შემთხვევით მოვხვდი არქიტექტორების აქციაზე, ტელევიზიასთან და ძალიან კარგი ხალხი ხართ, რომ შეიკრიბეთ. ❤️ რადგან შედარებით პატარა ჯგუფების შეკრება და დიდთან შეერთება სულ უფრო აქტიურად ხდება, ორი რამე: 1. პოლიციამ, აქციის დაწყებიდან 7-10 წუთში მთელ გმირთა მოედანს მანქანები და პოლიციელები ჩაუყენა, რომ ვერავის მოეხერხებინა გზის გადაკეტვა.
2. როცა ამდენი რაოდენობის ადამიანი ვიკრიბებით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გზა შეკრებისთანავე გადავკეტოთ.
მადლობა არქიტექტორებს❤️- წერია სტატუსში.