"ჟურნალისტებზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ" - ლიბერგი
საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დღეს მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული მოინახულა, რომლებიც "თბილისის ქუჩებში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ".
დიპლომატი აღნიშნავს, რომ "ჟურნალისტებზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა" და მოითხოვს, რომ ძალადობაში ჩართული თითოეული პირი პასუხისგებაში მიეცნენ.
დღეს სხვა ელჩებთან ერთად ტვ პირველის ჟურნალისტებს ვესტუმრე, რომლებიც საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თბილისის ქუჩებში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ჟურნალისტებზე თავდასხმა არის დემოკრატიაზე თავდასხმა. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ". - წერს ანა ლიბერგი.
7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან.
საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.