"ეს ხელისუფლება რადარებიდან უნდა გაქრეს" - აქციის მონაწილე
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციაში კი არ უნდა გადაინაცვლოს, არამედ რადარებიდან უნდა გაქრეს.
იცოდეს ამ უზურპატორმა ხელისუფლებამ, რომ ცხრა ლახვარი ცხრაჯერ რომ ჩამარტყან გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ. აფხაზეთის ომ გამოვლილი ვარ, აფხაზეთი დავკარგე. ახლა კიდე ბედმა იქ გადამაგდო საოკუპაციო ხაზთან. რუსები ყოველ წუთში თვალწინ დამდიან. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ, არ ვაპატიებ არავის აფხაზეთში დაღვრის სისხლს. მე ვამბობ, რომ როგორც მოქალაქეთა კავშირი გაქრა რადარებიდან, ამათმა ოპოზიციაში კი არ უნდა გადაინაცვლონ ამ ხელისუფლებმა, ეს ხელისუფლებს უნდა გაქრეს რადარებიდან'', - ამბობს აქციის მონაწილე.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".