პოლიციელი ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილეს

09.12.24 21:19
პოლიციელი ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილეს

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის მეგობრები სასამართლოში, მოწმის სახით დაბარებულ პოლიციელს  ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ - თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რატი ბოქოლიშვილის პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავას წინაშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმეები წარადგინა. 

გომელაურის უწყების მიერ წარდგენილი მოწმეები მოსამართლის წინაშე ამტკიცებდნენ, რომ რატი ბოქოლიშვილის დაკავების ღონისძიებაში თავად მონაწილეობდნენ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც მოწმე ახალგაზრდის მეგობარმა იცნო და ტყუილში ამხილა. 

კერძოდ, რატი ბოქოლიშვილის მეგობრის ცნობით, ახალგაზრდისთვის ხელბორკილების დადების პროცესს თავადვე ესწრებოდა, რა დროისთვისაც მისივე განმარტებით, ადგილზე მოწმედ გამოცხადებული პოლიციელი საერთოდ არ იმყოფებოდა.

რატი ბოქოლიშვილის მეგობრის განცხადებით, შსს-ს მიერ წარდგენილი მოწმე მისივე მეზობელია და დაკავების პროცესში ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მოცემული პოლიციელის ამოცნობა არ გაუჭირდებოდა. 

დაკავების ადგილას ვიმყოფებოდი. ვარ ერთ-ერთი მოწმე რატის საქმეზე და პოლიციელი, რომელიც იყო ერთ-ერთ მოწმედ, როგორც პირი რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, იტყუება 100%-ით იმიტომ, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეზობელი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, თავის მთლიანი ოჯახით, ის ადამიანი ნამდვილად არ ყოფილა იქ და გარეთ სანამ შევიდოდი პროცესზე შევხდით ერთმანეთს, როცა ვუთხარი რომ ეღიარებინა სიმართლე, თქვა, რომ არანაირ პროცესში არ მიმიღია მონაწილეობაო. გაისეირნა თავის თანამონაწილეებთან ერთად, შევიდა პროცესზე და ყველას თვალწინ, მოსამართლის თვალწინ მისცა ცრუ ჩვენება'', - ამბობს მოწმე.

მსგავსი სიახლეები