"მზად ვართ, უანგაროდ გაგიწიოთ საჭირო დახმარება" - ჟორდანიას კლინიკა
ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი სამედიცინო პერსონალი საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.
კლინიკა მზად არის, თითოეულ დაშავებულ მოქალაქეს საჭირო დახმარება, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა, უანგაროდ გაუწიოს.
ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება - იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა". - წერია განცხადებაში.