"მზად ვართ, უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალადობის შედეგად დაშავდა" - კლინიკა "ინოვა"
კლინიკა "ინოვა" და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას.
ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება - იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა", - წერია განცხადებაში.