თუ ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, მაშინ სხვა შეზღუდვები დაწესდება - ამირან გამყრელიძე

03.09.21 15:27
თუ ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, მაშინ სხვა შეზღუდვები დაწესდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს მომავალი კვირიდან ექნება, თუმცა, მისივე თქმით, თუ ტრანსპორტის მუსაობა აღდგა, მაშინ სხვა შეზღუდვები დაწესდება.

მომავალი კვირის განმავლობაში შევხედავთ სიტუაციას და იქნება ამაზე მსჯელობა...ვფიქრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღსდგა, სხვა შეზღუდვა უნდა იყოს განხილული... ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება შემდეგ კვირაში ინციდენტობა... ამ ეტაპამდე ნელი გაუმჯობესების ტენდენცია გვაქვს აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.