კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს
ნუცუბიძის ქუჩიდან გატაცებული კოტე ჩახუნაშვილი დაკავებულია - როგორც მოქალაქე მარიამ ივანიძე სოციალურ ქსელში წერს, პედიატრი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ექიმი საპროტესტო აქციაზე ავტომობილით მიდიოდა, თუმცა მისი მანქანა ოჯახის წევრებმა ნუცუბიძის ქუჩაზე მიტოვებული იპოვეს.