მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაზე კუბო მიიტანეს და ივანიშვილის ფიტული დაწვეს

09.12.24 22:55
მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაზე კუბო მიიტანეს და ივანიშვილის ფიტული დაწვეს

 

 

ევროპული მომავლის მცველებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კუბო მიიტანეს და ნაძვის ხესთან დადგეს.

კუბოში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული და ყვავილებია განთავსებული.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ოლიგარქის ფიტულს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. 

მოქალაქეების განცხადებით, ეს სიმბოლური აქტია, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დასასრულს გამოხატავს. 

მსგავსი სიახლეები