"ოცნებამ" მითხრა, ჩვენ შეგვიძლია სასიკვდილოდ გაგიმეტოთ და ვერ გაიგებ, ნიღბის უკან ვინ არის - როგავა

09.12.24 23:54
"ოცნებამ" მითხრა, ჩვენ შეგვიძლია სასიკვდილოდ გაგიმეტოთ და ვერ გაიგებ, ნიღბის უკან ვინ არის - როგავა

"პერსონალური ანგარიშსწორების მიზნით "ოცნებამ" მითხრა, ჩვენ შეგვიძლია სასიკვდილოდ გაგიმეტოთ და ვერ გაიგებ, ნიღბის უკან ვინ არის" - ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეფასებით, "თუ ივანიშვილი თავისას გაიტანს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა დიქტატურაში და ჯოჯოხეთში უნდა იცხოვროს".

ჩვენ გავაანალიზეთ, რომ თუ ივანიშვილი გაიტანს თავისას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დიქტატურაში და ვიცხოვროთ ჩვეულებრივად ჯოჯოხეთში, სადაც იქნება მედია, რომელიც მიიღებს დავალებებს ''ქართული ოცნების'' ცენტრალური ოფისიდან და ამ ყველაფერს შეასრულებს პირნათლად, როგორც ეს იმედში ხდება.

იმედის მაგალითზე გაჩვენებთ, როგორია ''ქართული ოცნების'' ოცნების საქართველო. მედიას უნდა მართავდეს მამუკა მდინარაძე მაგალითად და ის უნდა წყვეტდეს, რა გავიდეს ეთერში, საქართველოს მოსახლეობისთვის რა ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და რა უნდა დაიმალოს. კონკრეტულად მე, პერსონალური ანგარიშსწორების მიზნით, ''ქართულმა ოცნებამ'' მითხრა, რომ ჩვენ შეგვიძლია შენ ხერხემალში დაგარტყათ, სასიკვდილოდ გაგიმეტოთ, არ გამოვიძიებთ შენზე თავდასხმას, შენ ვერასოდეს გაიგებ ვინ არის ამ ნიღბის უკან, ჩვენ მიერ კონტროლირებად ''იმედში'' შენ შესახებ ამბავსაც კი არ მოვყვებით და კადრსაც კი არ ვაჩვენებთ. ეს არის გზავნილი, რომ შენ ხარ უჩინარი'', - ამბობს გურამ როგავა. 

შეგახსენებთ, 29 ნოემებრს, საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს "ფორმულის" ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

იგი აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასა და სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს აშუქებდა. 

მსგავსი სიახლეები