"დუმილი რუსული რეჟიმის თანამონაწილეობაა" - პროტესტი ჟენევაში
"ქართული ოცნების" ანტიევროპული გადაწყვეტილებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემის თაობაზე პროტესტი საქართველოს ფარგლებს ცდება.
ქართველმა ემიგრანტებმა ჟენევაში არსებულ საქართველოს საელჩოსთან დარბეული, ანგარიშსწორების მსხვერპლი მოქალაქეების სურათები მიიტანეს და კარზე გააკრეს.
"დუმილი რუსული რეჟიმის თანამონაწილეობაა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტი ჩამოკიდა დიპლომატიური უწყების კარზე ქართულმა დიასპორამ.