პოლიციელთა შრომის ანაზღაურება 20 მილიონი ლარით იზრდება.. ეს პრემიებია ხალხის დასახიჩრებისთვის - აბესაძე

09.12.24 23:45
პოლიციელთა შრომის ანაზღაურება 20 მილიონი ლარით იზრდება.. ეს პრემიებია ხალხის დასახიჩრებისთვის - აბესაძე

კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 დეკემბერს ინიცირებული ცვლილებებით, პოლიციელთა შრომის ანაზღაურება 20 მილიონი ლარით იზრდება.

"ეს პრემიებია ხალხის დასახიჩრებისთვის, ან არ ეყოთ პოლიციის არსებული შემადგენლობა ხალხის დარბევისთვის და სპეციალურად ამისთვის ხალხი დაამატეს" - აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტში 6 დეკემბერს ინიცირებული ცვლილებებით 20 მილიონი ლარით იზრდება პოლიციელთა შრომის ანაზღაურება. ეს პრემიებია ხალხის დასახიჩრებისთვის, ან არ ეყოთ პოლიციის არსებული შემადგენლობა ხალხის დარბევისთვის და სპეციალურად ამისთვის ხალხი დაამატეს, მათ შორის არაა გამორიცხული, ტიტუშკებიც ,,ახალი” პოლიციელები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რატო დაგჭირდათ დამატებით 20 მილიონი?" - წერს აბესაძე. 

მსგავსი სიახლეები