თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, რომ რეჟიმის ერთ-ერთი სამიზნე ჩვენ ვიყავით - ნინო კირთაძე

10.12.24 01:00
თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, რომ რეჟიმის ერთ-ერთი სამიზნე ჩვენ ვიყავით - ნინო კირთაძე

რეჟისორი ნინო კირთაძე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ძალადობრივი ქმედებების უკან საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებას ხედავს.

მეტიც, როგორც ნინო კირთაძე აცხადებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე სისხლიანი თავდასხმა არ უკვირს, რადგან მისივე განმარტებით, "თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი სამიზნე, სწორედ ხელოვანები აღმოჩნდნენ".

რეჟისორი "ტვ პირველის" ეთერიდან მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიუხედავად ძალადობრივი მეთოდებით საპროტესტო აქციების დარბევისა, დღემდე ევროპულ მომავალს იცავენ. 

თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, რომ როგორც ამ რეჟიმის, ასევე ბევრი სხვა რეჟიმების ერთ-ერთი პირველი სამიზნე კულტურის სფერო გამხდარა, რომელიც ადამიანებს სხვა სინათლეს აძლევს. ეს სისასტიკე სულისშემძვრელი იყო. ეს არის მხეცობა", - ამბობს ნინო კირთაძე.

მსგავსი სიახლეები