ყველა ორსულმა უნდა გაიკეთოს აცრა ,,ფაიზერით", ეს რისკს შეამცირებს - ამირან გამყრელიძე

03.09.21 16:20
ყველა ორსულმა უნდა გაიკეთოს აცრა ,,ფაიზერით", ეს რისკს შეამცირებს - ამირან გამყრელიძე

მუშაობა მიმდინარებს ორსულებისთვის ახალ პროტოკოლზე და რეკომენდირებულია მათი ,,ფაიზერით" აცრა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, პრეპარატ ,,ფაიზერით" ორმაგი აცრა ორსულთა კორონავირუსით  დაინფიცირებისა და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც ვიცი ხვალ, ზეგ უნდა დასრულოს მეანგინეკოლოგთა ასოციაციამ განახლებულ პროტოკოლზე მუშაობა. სამწუხაროდ, ეს დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ. შარშან ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა, წელს უკვე 13-ია და მგონი დაემატა – ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში – ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას ,,ფაიზერით" და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ,,ფაიზერის" ორი აცრა – ეს, თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.