კონსტანტინე ჩახუნაშვილის გზავნილი იზოლატორიდან

10.12.24 11:28
კონსტანტინე ჩახუნაშვილის გზავნილი იზოლატორიდან

დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ადვოკატის მეშვეობით მეუღლეს იზოლატორიდან წერილს უგზავნის, სადაც რამდენიმე თხოვნით მიმართავს.

მედიკოსი ეკა კვირკველიას სთხოვს, სტუდენტები გააფრთხილოს, რომ "ხუთშაბათამდე ლექციას ვერ ჩაატარებს". ჩახუნაშვილი ასევე სთხოვს მეუღლეს, პაციენტები სხვა დღისთვის გადაწეროს. 

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის კუთვნილი ავტომობილი - შევროლე ვოლტი გუშინ საღამოს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ  ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს. გომალაურის უწყება ცნობილ ექიმს  პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“  ედავება.

პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები