"ხელისუფლების მიმტაცებელმა შსს მინისტრმა გადაწყვიტა პოლიციელის მუნდირი რეციდივისტებს ჩააცვას" - სამუშია
"ხელისუფლების მიმტაცებელმა შსს მინისტრმა გადაწყვიტა პოლიციელის მუნდირი რეციდივისტებს ჩააცვას" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, სისტემა კარს უხსნის ნებისმიერ პირს, რომელიც "მათ ჯალათობრივი გადაწყვეტილების აღსრულებს".
ოპოზიციონერის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შსს-ში დასაქმებული პოლციიელების უმრავლესობა უარს ასრულებენ უკანონო გადაწყევტილების შესრულებაზე.
თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს ხელისუფლების მიმთვისებლების მხრიდან, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი საკუთარი მოქალაქეების ტანჯვა, წამება და ძვლების დამტვრევა, რასაც ვხედავთ პირდაპირ ეთერში. ბუნებრივია, პოლიციაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და გააჩნია პროტესტიც. ხელისუფლების მიმტაცებლებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი კრიტერიუმების, ყოველგვარი წესის და კანონის გარეშე, ხელისუფლების მიმტაცებელმა შსს მინისტრმა გადაწყვიტა, რომ თურმე შესაძლებელია პოლიციელის მუნდირი ჩააცვას რეციდივისტებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ემსახურება სისტემას და შეასრულებს მათი ჯალათობრივი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიციელების უმრავლესობა, რომლებიც არიან კეთილსინდისიერი ადამიანები და ღირსეულად ატარებენ მუნდირს, არ შეასრულებენ ამ უკანონო ბრძანებებს და ახალა ძალადობრივი, უკანონო, თვითმარქვია რეჟიმი ეძებს ადამიანებს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი სურვილს გამოთქვამს, მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა გახდეს პოლიციელო, იქნება 5-ჯერ ნასამართლევი თუ რა სიმძიმის დანაშაულზე ნასამართლევი, ამას უკვე თავად გადაწყვეტს ე.შ მინისტრი და არა კანონი.
ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს სახლში უვარდებიან და ადამიანებს სთხოვენ მოწმის სახით გაყოლას. ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება, არცერთ შემთხვევაში არ გაყვეთ, მოწმეს უფლება აქვს გარკვეულ ვადაში გამოცხადდეს დასაკითხ ადგილას და მოგიწოდებთ, რომ არ გამოცხადდეთ საგამოძიებო უწყებაში, გამოცხადდით სასამართლოში და მაგისტრი მოსამარზტლის წინაშე მიეცით ჩვენება. სისტემა იშლება და ამ ყველაფერზე მიდის ეს ხელისუფლება", - განაცხადა ლევან სამუშიამ.