მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები 11 დეკემბერს 20:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავენ
11 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების მარში გაიმართება.
მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა ერთად გამოვხატოთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა, ოთხშაბათს 11 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, - ნათქვამია ინფორმაციაში.