ყველას უკანასკნელი ბრძოლიდან მოყოლილი ტყვია აქვთ ჩარჩენილი გულში და ასე იბრძვიან - ლანა ღოღობერიძე აქციის მონაწილეებზე

10.12.24 14:48
ყველას უკანასკნელი ბრძოლიდან მოყოლილი ტყვია აქვთ ჩარჩენილი გულში და ასე იბრძვიან - ლანა ღოღობერიძე აქციის მონაწილეებზე

უკანასკნელი ბრძოლიდან გულში ჩარჩენილი ტყვიით იბრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველღამე რუსთაველის გამზირზე დგანან - ასეთია ლანა ღოღობერიძის შეფასება, რომელიც ამ წუთებში, კინოსახლთან იმყოფება და სხვა ხელოვანებთან ერთად კინოსახლის ადმინისტრაციისგან პოზიციის ღიად დაფიქსირებას და აქციის მონაწილეებისთვის კინოსახლის კარის გაღებას ითხოვს.

რეჟისორი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ქუჩაში სამშობლოს თავისუფლებისთვის გასული ლაღი, შეუდრეკელი ახალგაზრდებით, რომლებიც გულანთებულები გამოხატავენ თავიან პროტესტს. 

ღოღობერიძის თქმით, ახალგაზრდებათან ერთად ქუჩაში დგას ის თაობაც, ვინც საბჭოთა კავშირში იცხოვრა, რადგან მისი განცხადებით, ახლა აქციაა სწორედ ის ადგილი, სადაც სამუდამოდ კვდება საბჭოთა კავშირი - მთელი თავისი სიბნელითა და სისასტიკით. 

აქ კინოს ხალხია შეკრებილი. კინო საერთოდ ჯგუფური ხელოვნებაა და მარტო ვერაფერს გააკეთებ კინოში. ასეა დღეს ჩვენი ქვეყანაც. ის, რომ ძალიან ბვერი ადამიანი დგას ქუჩაში შუაღამისას, შეუდრეკელი, ლაღი, თავისუფალი, მე ამის მჯერა, პიროვნებების მჯერა ყველაზე უფრო. იცით რა მომწონს, როდესაც მიხვალ და  ვიღაცას რაღაცას ეკითხები, საინტერესო პიროვნებები არიან, თავისი აზრით, თავისი დამოკიდებულებებით და არა ასე, რომ რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. აი ასეთი ხალხი იკრიბება აქციაზე. ეს არის საერთო სულისკვეთება, მაგრამ არა განწირული. ეს არ იქნება განწირული სულისკვეთება. მჯერა რომ გამარჯვებული სულისკვეთება იქნება. ისე მიხარია მსახიობებს რომ ვხედავ აქციაზე, გულანთებულები და განმოხატავენ თავიანთ პროტესტს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერის სული ცოცხალია, მაგრამ მაინც ასეთი დაპირისპირება და გახლეჩაა, ხანდახან ვკითხულობ ფეისბუკზე და არ მჯერა. თამაზ ჩხენკელი გამახსენდა გუშინ - ის 18-19 წლის ზუსტად აქ იდგებოდა და ზუსტად აქ იტყოდა თავის ლექსს. თავისუფლებას მიმართავდა მაშინ. 

და შენ გეძახი, გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია და ტყვია იგი უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა. აქ ყველას უკანასკნელი ბრძოლიდან მოყოლილი ტყვია ქვთ ჩარჩენილი გულში და ასე იბრძვიან. ჩვენი თაობაც აქ დგას. ასე არ არის, რომ ვინც საბჭოთა კავშირში იცხოვრა, ყველა ჩამოსაჭორია, პირიქით, მე იცი რას ვგრძნობ, რომ დღეს აქ საბოლოოდ კვდება საბჭოთა კავშირი. საშინელი ბნელი სისტემა კვდება და ვეღარასოდეს ვეღარ იცხოვრებს", - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ. 

მსგავსი სიახლეები