პროტესტი კინოსახლთან - ხელოვანები კინოაკადემიის პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ
ხელოვანების პროტესტი კინოსახლთან - მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები კინოაკადემიის პრეზიდენტთან, ნიკა აბრამიშვილთან საგანგებო შეხვდრას მართავენ. ამ წუთებში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას აცნობენ კინოაკადენმიის ხელმძღვანელობას.
აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნაა, კინოაკადემიის დირექტომა დააფიქსიროს მისი პოზიცია ძალადობაზე და კინოს სახლის კარი გაიღოს ნაცემი და დარბებული მოქალაქეებისთვის.
გაიფიცება თუ არა კინოაკადემია და გაიღება თუ არა კინოსახლის კარი დარბევების დროს მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის, ეს კინოაკადემიაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.