ადვოკატი: დაკავებულია ახალგაზრდა, რომელიც მეგობართან ერთად კინოში იმყოფებოდა
საიას იურისტი "პირველებთან" ყვება, როგორ ქაოტურად აკავებს პოლიცია მოქალაქეებს. ადვოკატმა იზოლატორში, გუშინ, საპოლიციო რეიდების დროს დაკავებული 5 პირი მონახულა, რომლებიც სამართალდამცევლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
იურისტის თქმით, დაკავებულთა ნაწილს აქციასთან შემხებლობა საერთოდ არ ჰქონია. არის შემთხვევაც, როცა პირი "მაკდონალდიდან" გამოდიოდა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა აიყვანეს.
5 პირს შევხვდი, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გუშინ ღამით მოხდა მათი დაკავება. ზოგიერთი მათგანი აქციასთან კავშირში არ იყო. ერთ-ერთი მათგანი საერთოდ კინოდან მოდიოდა, შემდეგ მაკდონალდში ჭამეს და როდესაც გამოდიოდნენ, პოლიციელები გადამოწმების მიზნით მივიდნენ თავიდან მათთან, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკავეს. ნაწილი მათგანი რუსთაველზეა მაკდონალდთან დაკავებული, ნაწილი კავე სტამბა რომაა, მაგის მიმდებარე ტერიტორიაზე. აჩერებენ პირებს ვითომ გადამოწმების მიზნით, შემდეგ ეს გადამოწმება გადადის ჩხრეკაში და შემდგომში, როგორც ეს პირები ამბობენ, რაციაში ამბობენ, რომ აიყვანონ ეს ადამიანები და მიჰყავთ და ადგენენ უკვე ადგილზე დაკავების ოქმს, 173 მუხლით, - ამბობს საიას იურისტი.