ნუ დაღვრის სისხლს, დატოვოს ეს ქვეყანა - ნანა ჯორჯაძე ივანიშვილს მიმართავს
ნანა ჯორჯაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ნუ დაღვრით ახალგაზრდების სისხლის - ეუბნება მსახიობი "ოცნების" დამფუძნებელს.
სანამ მართლა სისხლი დაიღვრება და თუ კიდევ, რაიმე ადამიანური თვისება შერჩენია, დატოვოს ეს ქვეყანა და ნუ დაღვრის სისხლს. არაფრად მიაჩნია არც ქვეყანა და არც ერი, თავისი საკუთარი ჯიბის ფული ჰგონია. ეს ახალგაზრდების ქვეყანა დატოვოს რა და დაუტოვოს თავისუფლებას, ევროპას და დაუტოვოს დემოკრატიას", - განაცხადა ნანა ჯორჯაძემ.
ამ წუთებში, მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები კინოაკადემიის პრეზიდენტთან, ნიკა აბრამიშვილთან საგანგებო შეხვდრას მართავენ.კულტურის სფეროს წარმომადგენლების მთავრი მოთხოვნაა, კინოაკადემიის დირექტომა დააფიქსიროს მისი პოზიცია ძალადობაზე და კინოს სახლის კარი გაიღოს ნაცემი და დარბებული მოქალაქეებისთვის.
გაიფიცება თუ არა კინოაკადემია და გაიღება თუ არა კინოსახლის კარი დარბევების დროს მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის, ეს კინოაკადემიაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.