სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს

10.12.24 15:57
სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს

სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა უსაფრთხო იყოს.

ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო. ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელამც ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვითხოვთ ინფორმაციას დაწყებული კვალიფიკაციიდან, დამთავრებული საპროცესო გარანტიებით, რაც მხარეს გააჩნია და ამაზე ყველაფერზე გვექნება შეფასება. თუ რაიმე საგამოძიებო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი ჰქონდა ან ექნება გადაცდომას, ეს აუცილებლად მოხდება სახალხო დამცველის ანგარიშში", - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

მსგავსი სიახლეები