აქციაზე დაშავებული ბიჭის ახლობლები ალექსის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას ახლობლები სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებენ. დაშავებულის მამიდა, ეკა თორქია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიჭმა გაიღვიძა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე...რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება"- წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 22 წლის ბიჭს აქციაზე თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული.