მასობრივი ჩხკრეკა და დაკავებები - ქუჩაში ხალხზე სანადიროდ გომელაურმა პოლიციის შეფები გააგზავნა
პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ოლიგარქის ტყვეობაში რჩება - 24 საათზე მეტია ცნობილი ექიმი სასამართლო ვერდიქტს ელოდება. ჩახუნაშვილი რეჟიმის სამიზნედ მას შემდეგ იქცა, რაც ახალი არჩევნების მოთხოვნით და ივანიშვილის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ხალხის ჯარს შეურთდა. ექიმი გუშინაც აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩიდან გაიტაცა და ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
რატომ ჩქარობდნენ კოტე ჩახუნაშვილის დაკავებას? პროცესები სამი დღის წინ დაიწყო. ცნობილ ექიმს ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და დააკავეს. ამის შემდეგ დიღმის იზოლატორში შეყვანილ ექიმს კრიმინალური პოლიციის იგივე გამომძიებლები თავზე დაადგნენ და ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში ექიმი დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდა.
საპროტესტო აქციების პარალელურად, საპოლიციო რეიდები არ წყდება. მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ და იჭერენ. აჩერებენ მანქანებს და მძღოლებს იტაცებენ. ასე იყო თორნიკე მსხილაძის შემთხვევაშიც. აქციიდან მიმავალი შშმ პირი საპატრულო პოლიციამ ჯერ სხვა მიზეზით გააჩერა, შემდეგ კი მანქანის ჩხრეკა დაიწყო - კანონდარღვევა ვერ იპოვეს, თუმცა ახალგაზრდა მაინც დააკავეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.