TI: აქციებზე დააკავეს 460-ზე მეტი ადამიანი, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი, დასჯილი პოლიციელები 0
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 28 ნოემბრიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული მომიტინგეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციებზე 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ადმინისტრაციული წესით - 430, ხოლო სისხლის სამართლის ბრალდებით - 31.
300-ზე მეტი არის ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა. დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს. დაკავებულთა შორის 10 უცხოელია. დასჯილი პოლიციელი - 0", - წერია TI-ის ინფორმაციაში.